საბაჟო გზამკვლევი
სასარგებლო ინფორმაცია
გაეცანით საქართველოს საბაჟო რეგულაციებს, განბაჟების ტარიფებს და ამანათების დეკლარირების უმნიშვნელოვანეს წესებს.
📜 ცვლილება საქართველოს მთავრობის №201 დადგენილებაში
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განბაჟების თანხის პარალელურად, განსაბაჟებელ საქონელზე დაწესებულია საქართველოს საბაჟოს მომსახურების გადასახადი:
- 300-დან 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე განსაბაჟებელ თანხას ემატება – 20 ლარი;
- 3 000-დან 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე განსაბაჟებელ თანხას ემატება – 100 ლარი.
* აღნიშნული თანხის გადახდა ხდება უშუალოდ საქართველოს სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე, დეკლარაციის დაბეჭდვამდე და განბაჟების საფასურის გადახდამდე.
რა შემთხვევაში ექვემდებარება ამანათი განბაჟებას?
საქართველოს კანონმდებლობით, ამანათი ექვემდებარება განბაჟებას, თუ ის აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
• ღირებულება აღემატება 300 ლარს;
• წონა აღემატება 30 კილოგრამს;
• შეიცავს ერთგვაროვან საქონელს (კომერციული რაოდენობით).
მნიშვნელოვანი წესი ერთ რეისზე:
თუ თქვენს მიერ გამოწერილი ამანათები მოხვდება ერთ რეისზე და მათი ჯამური ღირებულება 300 ლარზე მეტია, ისინი ასევე დაექვემდებარება განბაჟებას.

⚠️ მაგალითი (ბაჟდება):
თუ ერთი რეისით ჩამოვა ერთი და იმავე საიტიდან (მაგ: amazon.com) თქვენს მიერ გამოწერილი 2 ამანათი, 200 ლარის და 101 ლარის ღირებულებით (ჯამში 301 ლარი) — ის დაექვემდებარება განბაჟებას.
✔️ მაგალითი (არ ბაჟდება):
თუ ერთი რეისით ჩამოვა სხვადასხვა საიტიდან (მაგ: ერთი amazon.com და მეორე ebay.com) გამოწერილი 2 ამანათი, 201 ლარის და 100 ლარის ღირებულებით — ის არ დაექვემდებარება განბაჟებას.
რატომ არის საჭირო ნივთის დეკლარირება ჩამოსვლამდე?
იმ შემთხვევაში, თუ ამანათი არ იქნება დეკლარირებული მისი ჩამოსვლის მომენტში, იგი დაყოვნდება საბაჟოზე 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
თუ აღნიშნული 5 სამუშაო დღის განმავლობაში არ მოახდენთ ამანათის დეკლარირებას, ამანათი ავტომატურად გადაეცემა სახელმწიფოს შემდგომი განკარგვისთვის!
⚠️ გაითვალისწინეთ: თუ მომხმარებლის სახელზე საზღვარს კვეთს რამდენიმე ამანათი და მათგან თუნდაც ერთი დაუდეკლარირებელია, საბაჟო დაუდეკლარირებელ ამანათთან ერთად აჩერებს მომხმარებლის ყველა სხვა დადეკლარირებულ ამანათსაც. 5 სამუშაო დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ კი, კანონის მიხედვით, ყველა ეს ამანათი ერთად გადადის სახელმწიფოს მფლობელობაში.

როგორია განბაჟების პროცედურა და საბუთები?
განსაბაჟებელი ამანათი საბაჟოდან მოდის ჩვენს ოფისში. ჩვენ გიბეჭდავთ დეკლარაციას და გატანთ ამანათს. განბაჟების თანხა, გადახდის ბოლო ვადა და სახელმწიფო ხაზინის რეკვიზიტები მითითებულია დეკლარაციაში და მისი გადახდა შეგიძლიათ ნებისმიერ ბანკში.
საჭირო დოკუმენტაცია:
თუ ამანათი დაექვემდებარა განბაჟებას, მომხმარებელმა ჩვენს საიტზე უნდა ატვირთოს ინვოისი / შესყიდვის ორდერი, სადაც მკაფიოდ ფიქსირდება:
• მიმღების სახელი და გვარი;
• ოთახის (პირადი კოდის) ნომერი;
• ამანათის ზუსტი შიგთავსი და ჯამური ღირებულება.

რამდენია გადასახადი და რა ხდება დაგვიანებისას?
რამდენია განბაჟების გადასახადი?
საბაჟო გადასახადი (დღგ) შეადგენს პროდუქციის ღირებულებისა და ტრანსპორტირების ჯამის 18%-ს.
რა ხდება, თუ დროულად არ გადაიხდით?
ტვირთის დროულ განბაჟებაზე და დღგ-ს დროულად გადახდაზე პასუხისმგებელია თავად მომხმარებელი.
თუ დეკლარაციაში მითითებულ ვადაში არ გადაიხდით განბაჟების თანხას, საქართველოს კანონმდებლობით დამატებით დაგერიცხებათ სახელმწიფო საურავი ყოველ დაგვიანებულ დღეზე.

🕒 დეკლარანტების სამუშაო საათები
ორშაბათი – პარასკევი
10:00 – 21:00
შაბათი
10:00 – 18:00
კვირა
არასამუშაო დღე ❌